უცხო ენების გაძლიერებული სწავლების სკოლა ევრო – 2000

სკოლის სიახლეები


  რეგიონულ კონკურსში Olimpiks Writings

  რეგიონულ კონკურსში Olimpiks Writings , რომელიც ინგლისურ ენაზე ესეების წერის უნარის გამოვლენას ისახავდა მიზნად, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობა წარმატებული გამოდგა. ნ. აფაქიძემ და გ. ჯიჯავაძემ მე–2, ხოლო ა. მაზმანიანმა მე–3 ადგილი დაიკავეს.

თარიღი: 2012-05-10



  8 მაისს სკოლა“ევრო–2000“–ში „მწვანე ფერის დღე“ აღინიშნა

  მიმდინარე წლის 8 მაისს სკოლა“ევრო–2000“–ში „მწვანე ფერის დღე“ აღინიშნა. ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა. ამჯერადაც ირგვლივ მწვანე ფერი დომინირებდა. საგანგებოდ მორთული საკლასო ოთახები და მწვანე სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეგვახსებდნენ, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილეთ, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. დღის ბოლოს სკოლის ეზო არაერთი მწვანე ნარგავით დამშვენდა.

თარიღი: 2012-05-10



  რომან დავიდოვი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

  „ევრო–2000“–ის XI კლასის მოსწავლე რომან დავიდოვი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. რომანი ფლეიტაზე უკრავს და თურქეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მე–2 ადგილი დაიკავა.

თარიღი: 2012-05-10



  ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: „სტუმრად იაკობთან“

  8 მაისს დაწყებითი კლასების პედაგოგმა ლ. მოწონელიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: „სტუმრად იაკობთან“. მოსწავლეებმა კარგი ცოდნა და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები გამოავლინეს.

თარიღი: 2012-05-10



ვებგვერდის მესაკუთრე შ.პ.ს. ევრო-2000. ©2010